Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელს ეძებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ ორი მატჩია შინ მარცხდება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებს. პრემიერ ლიგაში, მანჩესტერულ დერბიში, "იუნაიტედი" 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც, ასოციაციის თასზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და ასევე 0:3 დამარცხდა. ამ ყველაფერს ემატება არც ისე დამაჯარებელი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს საკმარისი არაა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ფანებს ბოდიშს ვუხდი. ჩემი მოთამაშეები აუცილებლად დაბრუნდებიან - ხედავთ, რომ დაღლილები არიან, მაგრამ აუცილებლად აღიდგენენ ფორმას. ამ ყველაფერს გუნდურად უნდა მივაღწიოთ - მხოლოდ ესაა ერთადერთი გამოსავალი.
- განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა

ამ ყველაფრის ფონზე ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელი მწვრთნელის შემცვლელს უკვე ეძებენ.

The Times-ის თანახმად, მანჩესტერულ კლუბს ორი ვარიანტი აქვს. პირველი - ზინედინ ზიდანია, რომლის დამატებაც ნაკლებად სავარაუდოა. საკმაოდ აქტიურად იწერება "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელის - რუბენ ამორიმის შესახებაც.

38 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს "კასა პიაში" დაიწყო, რის შემდეგაც "ბრაგას B-ს" ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით ის პირველ გუნდშიც დააწინაურეს და საბოლოოდ, 2020 წელს "სპორტინგი" ჩაიბარა.

სხვა სტატიები