მანჩესტერის ფეხბურთელები ხელფასის 30%-ს ქველმოქმედებაში გადარიცხავენ
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პრიორიტეტი მთელი ქვეყნისა და ფეხბურთთან დაკავშირებული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაა - ეს ეხება როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს, გუნდის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს," გკითხულობთ განცხადებაში.კორონავირუსისგან შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე იყო გადადებული, თუმცა ბრიტანეთში COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, სეზონის განახლების თარიღი უკვე უცნობი გახდა. 3 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 38,168 შემთხვევაა დაფიქსირებული და ისიც აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში, ბრიტანეთში 684 ადამიანი გარდაიცვალა (ჯამში 3,605 ადამიანი).