Belive

მანჩესტერ სიტიმდე ჟირონა? ეჩევერისთვის გეგმა არსებობს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კლაუდიო ეჩევერი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომემცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია. 18 წლის თავდამსხმელი "მანჩესტერ სიტის" 2025 წლის იანვარში შეუერთდება, მისი ევროპაში ჩამოსვლის მოლოდინი კვლავ იზრდება, რადგან "დიაბლიტო" (ეშმაკუნა) ყოველდღიურად უმატებს.

თავის ბოლო 4 თამაშში ეჩევერიმ ერთი გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, სულ 219 წუთი ითამაშა, რაც ყოველ 73 წუთში საგოლე მოქმედებას ნიშნავს. "რივერ პლეიტის" ბოლო შეხვედრაში ეჩევერიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა, რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და ახლო კუთხეში მეკარეს აუღებლად დაურტყა.

სანამ "ეშმაკუნა" ისეთ გიგანტში გადავა, როგორიც მანჩესტერ სიტია, არგენტინული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეჩევერი იქამდე იჯარით "ჟირონაში" ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ 14.5 მილიონად შეძენილი ასეთი ფეხბურთელი ბრწყინვალე გარიგებაა, მანჩესტერ სიტისთვისაც და ჟირონასთვისაც ასეთი სცენარი იდეალური იქნება.

ერთ-ერთი კომპონენტი, რისი გამოსწორებაც ახალგაზრდა ფეხბურთელს მოუწევს, ფიზიკური სრულყოფაა. ეჩევერი ჯერ კიდევ არაა მზად 90 წუთი სრული ინტენსივობით ჩაატაროს. ბოლო შეხვედრაში, ფიზიკური გადაღლილობის გამო, ეჩევერი 68-ე წუთზე შეცვალეს.

სხვა სტატიები