Belive

მანჩესტერ სიტიმ უოკერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაილ უოკერმა ,,მანჩესტერ სიტისთან'' ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

,,ქალაქელთა'' ვებგვერდის ცნობით, ინგლისელი გუნდში 2026 წლამდე ითამაშებს.

,,ახალი კონტრაქტის გაფორმებით მოხარული ვარ. ჩემი მომავალი მანჩესტერ სიტის უკავშირდება და ეს ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

მყავს საოცარი მწვრთნელი, შესანიშნავი თანაგუნდელები და საუკეთესო გულშემატკივრები. ყველასგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.'' - განაცხადა უოკერმა.

კაილ უოკერი ,,მანჩესტერ სიტიში'' 2017 წლიდან თამაშობს. 33 წლის მცველმა გასულ სეზონში ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები