მანჩესტერ სიტიმ რაიან შერკი გაიფორმა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, რაიან შერკიმ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
,,ეს ჩემთვის ოცნებაა... გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთ კლუბში გადმოსვლა, როგორიც მანჩესტერ სიტია და კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რაღაც განსაკუთრებულია.
ამისთვის მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს ვშრომობდი. მიყვარს ეს სპორტი და მოუთმენლად ველი პეპთან და მის შტაბთან ერთად მუშაობას.
ყველამ იცის, სიტი რამდენად ძლიერი გუნდია. ლიონს მხოლოდ იმ პროექტისთვის დავტოვებდი, რომლისაც ძალიან მჯერა. სიტიში ყველაფერია იმისთვის, რომ განვითარება გავაგრძელო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.'' - რაიან შერკი
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლიონი შერკის სანაცვლოდ ჯამში 42 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.
We're delighted to announce the signing of Rayan Cherki ✍️🩵
— Manchester City (@ManCity) June 10, 2025