მანჩესტერ სიტიმ გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლი გაიხსენა
ზუსტად 25 წლის წინ, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ინგლისის ასოციაციის თასზე, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.
1998 წლის 25 იანვარს გიორგი ქინქლაძის შექმნილ ამ შედევრს, 25 წლის შემდეგ "ქალაქელები" იხსენებენ.
"1998 წლის ამ დღეს ქინქლაძემ "ვესტ ჰემთან" ეს საოცარი სოლო გოლი გაიტანა.
გაიხსენეთ გიორგი ქინქლაძის წლები "სიტიში" - დოკუმენტურ ფილმში "მეინ როუდის" ჯადოქარი", - წერს "სიტის" ოფიციალური გვერდი.
On this day in 1998, Kinkladze scored this amazing solo goal v West Ham! 🙌
— Manchester City (@ManCity) January 25, 2023
Rewind the years with our Kinkladze: Magician of Maine Road documentary 👇@RecastTV ▶️ https://t.co/BxANIGd25g
CITY+ ▶️ https://t.co/n2Gu9dLAiH pic.twitter.com/RjreOju5qz
გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლი "ვესტ ჰემის" კარში: