Belive

მანჩესტერ სიტი ზაფხულში ორი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ფეხბურთელებს შორის ბერნარდუ სილვა და ემერიკ ლაპორტი არიან.

პორტუგალიელის გადაბირებით, რომელსაც ,,ქალაქელებთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ,,ბარსელონა'', ,,პსჟ'' და ,,ალ ჰილალი'' ინტერესდებიან. ლაპორტის ყიდვა კი ,,ჩელსის'', ,,ბაიერნსა'' და ,,ასტონ ვილას'' სურთ.

ბერნარდუმ გასულ სეზონში ,,სიტის'' მაისურით ჩატარებულ 55 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლაპორტმა კი 24 შეხვედრაში თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვა სტატიები