მანჩესტერ სიტი დე ბრუინეს ძეგლს დაუდგამს
კევინ დე ბრუინეს კარიერაში კიდევ ერთი საინტერესო თავი დაიხურა, მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მანჩესტერ სიტის ისტორიაში. პრემიერლიგის 37-ე ტურში ბორნმუთთან მატჩი ბელგიელი მაესტროს ბოლო საშინაო თამაში იყო ეტიჰადზე. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მისთვის პატივისცემის ნიშნად, ფეხბურთელს ქანდაკება დაუდგას.
მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კევინ დე ბრუინეს ქანდაკება ეტიჰადის მიმდებარედ დაიდგმება. ის გახდება მეშვიდე მოთამაშე, რომელსაც ეს პატივი მიენიჭა. კლუბის ისეთი ლეგენდების ძეგლები, როგორებიც არიან ვინსენტ კომპანი, დავიდ სილვა, სერხიო აგუერო, მაიკ სამერბი, ფრენსის ლი და კოლინ ბელი, უკვე ხვდებათ ეტიჰედზე მისულ გულშემატკივრებს.
კევინ დე ბრუინე მანჩესტერ სიტის 2015 წლის ზაფხულში ვოლფსბურგიდან შეუერთდა. მას შემდეგ მან კლუბის შემადგენლობაში 421 მატჩი ჩაატარა, 108 გოლი გაიტანა და 177 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ დროის განმავლობაში მან 19 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგის ხუთი ტიტული და FA თასი.
🚨 Official: Manchester City confirm they will be erecting a statue of Kevin De Bruyne outside the Etihad Stadium. pic.twitter.com/l8R1bJbqkU
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 20, 2025