მანჩესტერ სიტი და რივერ პლეიტი ეჩევერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" და "რივერ პლეიტი" კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პრემიერ ლიგის გრანდმა ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა და უახლოეს პერიოდში ეჩევერის ოფიციალურად წარადგენს. "მანჩესტერ სიტი" ეჩევერის სანაცვლოდ €14.5 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლოდ ბონუსების სახით შესაძლოა კიდევ 9 მილიონი დაემატოს.
2006 წელს დაბადებული კლაუდიო ეჩევერი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში ეჩევერიმ "რივერ პლეიტის" მაისური უკვე 5 მატჩში მოირგო.