მანჩესტერ იუნაიტედს 100 000-ადგილიანი სტადიონის აშენება უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ შეთავაზებულმა "ტრაფორდ პარკის" განახლებამ, შეიძლება სოცარი შედეგები მოუტანოს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას. „წითელ ეშმაკებს“, პროექტის ფარგლებში, 100 000-ადგილიანი სტადიონის აშენება სურთ, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი ფუნტია.
პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გარდაქმნან არსებული "ოლდ ტრაფორდი", რათა ის ფეხბურთის უმაღლეს სტანდარტებს მიუახლოვდეს. ტრაფორდ პარკის კომპლექი მთავარი სატრანსპორტო ცენტრის პერსპექტივას ითვალისწინებს. ადგილზე სპორტული, საცხოვრებელი, გასართობი, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები აშენდება.
Daily Mail-ის ცნობით, ასეთმა რეგენერაციამ, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 7,3 მილიარდი ფუნტით გააძლიეროს. გლობალურმა საკონსულტაციო ფირმამ დაადგინა, რომ გეგმები მოიტანს უზარმაზარ ზრდას, მათ შორის 92,000 ახალ სამუშაო ადგილს, 17,000 ახალ საცხოვრებელ ბინას და 1,8 მილიონ ვიზიტორს წელიწადში.
წითელი ეშმაკები არ ითხოვენ სახელმწიფო დაფინანსებას, მაგრამ სურთ, რომ საჯარო პარტნიორობა ფოკუსირებული იყოს ინფრასტრუქტურაზე და უფრო ფართო რეგენერაციაზე, ვიდრე ეს მხოლოდ ოლდ ტრაფორდის რეკონსტრუქციაა.