Belive

"მანჩესტერ იუნაიტედმა მიღალატა" - კრიშტიანუ რონალდუ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში, "ფულჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შედგა. დრამატული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი, ალეხანდრო გარნაჩომ 93-ე წუთზე გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დრამატული გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აგორებულმა სკანდალმა გადაფარა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, რის შემდეგაც სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა.

პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რონალდუ მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უღალატა და ამ ღალატში მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგს არ ადანაშაულებს.

"მიღალატეს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიღალატა. ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ვგრძნობ, რომ მიღალატეს. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მაშინ არც მე ვარ ვალდებული პატივი ვცე.

სერ ალექსის წასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ განვითარებულა - 0 პროგრესი, არაფერი შეცვლილა. ბრმები არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ დანახვა არ სურთ. ფანებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, ამიტომაც დავბრუნდი მანჩესტერში. არსებობს ნიუანსები, რაც ხელს გვიშლის, რომ ვიასპარეზოთ ისე, როგორც "სიტი", "ლივერპული" და ახლა უკვე "არსენალი" არიან".

სხვა სტატიები