Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა ლიონი დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. "წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ მანუელ უგარტეს და დიოგო დალოს გოლებით იგებდნენ, 71-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ სხვაობა შეამცირა, 78-ზე კი ნიკოლას ტალიაფიკომ გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც "ლიონმა" რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტის გოლებით დააქამბექა, მაგრამ მანჩესტერელებმა შეძლეს და დარჩენილ დროში 3 გოლი გაიტანეს: 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, 120-ზე კობი მაინუმ, 120+1-ზე კი ჰარი მაგუაიერმა.

გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 64-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ჟორჟს 6.6 შეფასება დაუწერა, მან ერთხელ კარისკენ დაარტყა, ბურთს 23-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 11 ზუსტად შეასრულა, 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.

ევროპა ლიგის 1/2-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკო ბილბაოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები