მანჩესტერ იუნაიტედმა გუნდის ანტირეკორდი დაამყარა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 36-ე ტურში ,,კრისტალ პალასმა'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-13 შეხვედრა დათმო, რაც ,,წითელი ეშმაკების'' ისტორიაში ყველა დროის ანტირეკორდია.
აქამდე ,,იუნაიტედის'' ყველაზე ცუდი შედეგი 12 წაგება იყო, რაც ორჯერ, 2013-2014 და 2021-2022 წლების სეზონში დაფიქსირდა.
გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერმა'' 81 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი 1977 წლის შემდეგ.
პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,იუნაიტედს'' 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა (მანჩესტერი ევროთასების ზონას 2 ქულით ჩამორჩება).