მანჩესტერ იუნაიტედის მე-9 მარცხი - გუნდის ანტირეკორდი
მანჩესტერ იუნაიტედი კატასტროფულ სვლას განაგრძობს, "წითელი ეშმაკები", ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კოპენჰაგენთან (4-3) დამარცხდნენ და ეს შედეგი ანტისარეკორდო აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ იუნაიტედმა სეზონის პირველ 17 შეხვედრაში უკვე 9-ჯერ წააგო, ასეთი შემთხვევა კი ბოლოს 1973-1974 წლების სეზონში დაფიქსირდა, იმ წელს გუნდი ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში 3-ჯერ წააგო, პრემიერ ლიგის 11 ტურში 5-ჯერ დამარცხდა, კარაბაოს თასს კი გუნდი ნიუკასლთან შეხვედრაში გამოეთიშა, "კაჭკაჭებმა "წითლები" ანგარიშით 3-0 გაანადგურეს.
ამ მომენტისთვის, მანჩესტერ იუნაიტედი, შიდა ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი ბოლო ადგილზეა.
9 - Manchester United have lost as many as nine of their opening 17 matches of a season in all competitions for the first time since 1973-74, which was the last season they were relegated. Hell. pic.twitter.com/s1L59feoRD
— OptaJoe (@OptaJoe) November 8, 2023