მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელს FA თასის ფინალის შემდეგ გაუშვებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლება საბოლოოდ გადაწყვიტა. ეს მოხდება FA თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც იუნაიტედი "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
The Guardian აღნიშნავს, რომ მატჩის შედეგი გადაწყვეტილებაზე გავლენას აღარ მოახდენს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ვერ შეძლო წინა მიღწევებს ინგლისშიც დაყრდნობოდა და მისი მოთხოვნით შემდგარმა უამრავმა ტრანსფერმა არ გაამართლა. ტენ ჰაგი მანჩესტერულ კლუბს ორი წლის წინ შეუერთდა. წინა სეზონში გუნდმა მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ჩემპიონატი სამეულში დაასრულა.
იუნაიტედმა ამ სეზონში პრემიერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა, რაც კლუბის ყველაზე დაბალი შედეგია 1990 წლის შემდეგ. გარდა ამისა, "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში შეეძლებათ ევროტურნირზე მოხვდნენ.
კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოტენციურ კანდიდატებად ოტმას ტუხელს, მაურისიო პოჩეტინოს, გრემ პოტერს და ტომას ფრანკს განიხილავს.