ოფიციალურად | უილიამ სალიბა 4-5 თვეს გამოტოვებს
ლონდონის არსენალსა და საფრანგეთის ნაკრებს უმძიმესი სიახლე დაატყდა თავს. გუნდის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი - უილიამ სალიბა, ზურგის სერიოზული ტრავმის გამო მოედანს 4-იდან 5 თვემდე ჩამოშორდება.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა 'L'Equipe' იტყობინება, 25 წლის მცველმა დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობისას მიიღო.
🚨BREAKING: William Saliba is expected to undergo surgery to heal his case of chronic back pain.
— now.arsenal (@now_arsenaI) July 15, 2026
Arsenal expect the France centre back to be out of action for 4 to 5 months.
[@lequipe] pic.twitter.com/DWJfXOgrE9
ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც „მამლები“ ესპანეთთან 0:2 დამარცხდნენ, სალიბამ მინდვრის დატოვება ნაადრევად, უკვე 30-ე წუთზე ითხოვა. შეცვლამდე რამდენიმე წამით ადრე მან თანაგუნდელ დაიო უპამეკანოს გაანდო, რომ ზურგში გაუსაძლისი ტკივილის გამო თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო.
ზურგის ქრონიკული პრობლემები სალიბასთვის ახალი არ არის, თუმცა ამჯერად ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ეს უდიდესი დარტყმაა მიკელ არტეტასთვის, რადგან ფრანგი მისი ტაქტიკის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მოიაზრება, როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. „მეთოფეებს“ ახლა გადაუდებელი გამოსავლის პოვნა მოუწევთ, რადგან სალიბა ახალი სეზონის საწყის თვეებს სრულად გამოტოვებს.