Belive

მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდში რუსული ავიაკომპანიის რეისით არ გაფრინდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" სტუმრად, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაუპირისპირდება. მატჩს წინ საინტერესო ფაქტი უძღოდა. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბი ესპანეთის დედაქალაქში ტრადიციულად, რუსული ავიაკომპანიის, სანაცვლოდ, Aeroflot-ით არ გაფრინდა და სანაცვლოდ, ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის, Titan Airways-ის მომსახურებით ისარგებლა. მანჩესტერული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის არსებული დაძაბულობა და რუსული მხარის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიული ქმედებები გახდა. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ ეს გადაწყვეტილება მხარეებმა ორმხრივად მიიღეს და მომავალში მათ თანამშრომლობას საფრთხე უდიდესი ალბათობით, არ დაემუქრება. ამავე მიზეზის გამო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთში დიდი სპორტული ღონისძიებების გამართვა წარმოუდგენელია, მაგალითად ისეთის, როგორიც უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ფინალია, რომლის ჩატარებაც 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგში იგეგმება. შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები