ჯუდ ბელინგემი: "ფეხბურთი უეინ რუნიმ შემაყვარა..."
20 წლის ინგლისელმა ვარსკვლავმა - ჯუდ ბელინგემმა, მის წარსულსა და ფეხბურთის სიყვარულზე ისაუბრა.
ჯუდმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს, საინტერესო პოზიცია დააფიქსირა და აღიარა, რომ მას ფეხბურთი ინგლისელმა ვარსკვლავმა - უეინ რუნიმ შეაყვარა.
""ჩემთვის, ალბათ ვიტყოდი, რომ უეინ რუნი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემი ფეხბურთის სიყვარულში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ რუნი ინგლისელია.
ძალიან მიყვარდა მისი სათამაშო სტილი, როგორ იბრძოდა მოედანზე თავდაუზოგავად და როგორ შრომობდა 90 წუთის განმავლობაში.
ყველაზე მეტი რამ სწორედ რუნისგან ვისწავლე, თუმცა არიან სხვადასხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემს კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანეს..." - ჯუდ ბელინგემი
🗣️ Jude Bellingham: “For me, I would probably say that Wayne Rooney was my biggest influence growing up. Being from England, the way he played, the way he fought. But there are so many other players I’ve taken bits from.” 🏴 pic.twitter.com/XOnOvyd4QD
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) December 7, 2023
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემმა კარიერა "ბირმინგემში" დაიწყო, შემდეგ კი "დორტმუნდში" გადავიდა, სადაც საოცარი სეზონები ჩაატარა და შემდეგ კი "სამეფო კლუბში" გადავიდა.
მას "რეალში" საოცარი სეზონი აქვს. 17 მატჩში გატანილი 15 გოლი და 4 შესრულებული საგოლე გადაცემა - ასე იწყება ჯუდ ბელინგემის უდიდესი ისტორია "სამეფო კლუბში".