მანჩესტერ იუნაიტედი აპირებს სანჩოს ბოდიში საჯაროდ მოახდევინოს
მანჩესტერ იუნაიტედს სურს, ჯეიდონ სანჩომ გუნდის მთავარ მწვრთნელს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში, თუმცა ამის გამო, სხვა მოთამაშეები შეშფოთებულები არიან და ფიქრობენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს გუნდის ერთიანობაზე.
სანჩო გუნდის განაცხადში მას შემდეგ ვერ ხვდება, რაც დისციპლინარული პრობლემების გამო ერიკ ტენ ჰაგთან ურთიერთობა დაეძაბა. საჯარო ბოდიში სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა ზოგიერთი მოთამაშე ამ მიდგომის წინააღმდეგია.
სანჩოს პირველი გუნდის ყველა აქტივობაში ჩართვა აქვს აკრძალული და ვერ მოხვდა "იუნაიტედის" ოფიციალურ ფოტოში 2023-24 წლების კამპანიისთვის. თუმცა, DAILY MAIL იტყობინება, რომ თუ 23 წლის ფეხბურთელი გამოისყიდის საკუთარ დანაშაულს, ტენ ჰააგი მიესალმება მის გუნდში დაბრუნებას.
"იუნაიტედის" რამდენიმე მოთამაშემ ეჭვქვეშ დააყენა ჰოლანდიელის მკაცრი მიდგომები და თვლის, რომ ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა გუნდის ერთიანობაზე. ფაქტია, "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს ამ საუკუნეში, ტენ ჰააგმა კი, ამის ფონზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რაფაელ ვარანი, მანჩესტერულ დერბიში სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ეს გადაწყვეტილება "ტაქტიკური ჩანაფიქრით" ახსნა, გუნდმა კი ეს შეხვედრა 0:3 დათმო.