Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ანდრე ონანას დამატებას გეგმავს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" ონანასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალურ შეთავაზებას დღეს გააკეთებს.

ამ ეტაპზე ერიკ ტენ ჰაგისთვის "ინტერის" კარის დარაჯი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ონანას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. "ინტერის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შემოთავაზება მათი მოთხოვნების შესაბამისი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგს კამერუნელ მეკარესთან მუშაობას გამოცდილება აქვს, როცა ის "აიაქსს" წვრთნიდა.

სხვა სტატიები