Belive

ესპანეთის მსაჯთა კომიტეტმა რეალის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომა აღიარა

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა აღიარა, რომ რეალისა და სანტანდერის რასინგის მატჩში, კილიან მბაპეს წინააღმდეგ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ინციდენტი ლა ლიგის მე-11 ტურში მოხდა. ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კომიტეტმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ შეხვედრაში, რომელიც რეალმა 3:0 მოიგო, მსაჯმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. კომიტეტის შეფასებით, მბაპესა და რასინგის მცველ, მატეო პრატის შორის მომხდარი კონტაქტი პენალტის დანიშვნის საფუძველი არ ყოფილა.

კომიტეტმა განმარტა, რომ პრატიმ მბაპეს წინ ხელი ისე გაშალა, რომ მისთვის ძალა არ დაუტანებია. მათი შეფასებით, ამ ეპიზოდში პენალტის დანიშვნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

კომიტეტმა ამ ეპიზოდის ანალიზისას განაცხადა: "მბაპე ბურთს საჯარიმოში აკონტროლებდა და სწრაფად დაძვრას ცდილობდა. პრატიმ კი თავდამსხმელის წინ ხელი ისე გაშალა, რომ მას არ შეჰხებია. შეხებასა და წაქცევას შორის აშკარა მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს. შესაბამისად, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ეს მსაჯის აშკარა და სერიოზული შეცდომაა, რომელშიც ვიდეოასისტენტის სისტემა უნდა ჩარეულიყო.

რასინგის ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულები იყვნენ. ისინი მატჩის დროს, მსაჯის გადაწყვეტილებას აქტიურად აპროტესტებდნენ. ახლა კი, კომიტეტის ოფიციალური დასკვნით, დადასტურდა, რომ მათი პროტესტი საფუძვლიანი იყო.

სხვა სტატიები