"მან და დიახაბიმ კინაღამ წლის შეცდომა დაუშვეს", - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დიახაბი და მამარდაშვილი კინაღამ წლის შეცდომის მონაწილეები გახდნენ. დიახაბიმ მამარდაშვილს ბურთი დაუგორა, თუმცა მეკარემ მისი დამორჩილება ვერ შეძლო და კინაღამ კარში აღმოჩნდა. მეკარემ, რომელმაც "სოსიედადის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, კინაღამ ისეთი შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს ძვირად დაუჯდა, თუმცა საბოლოოდ, ბურთი კუთხურზე გადავიდა. თავის მხრივ, შეცდომის მონაწილე დიახაბიც იყო, რომელმაც უხეშად ითამაშა", - წერს .lasprovincias.es-ი.