Belive

'მამარდაშვილის წყალობით' | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მეკარემ ხეტაფესთან მატჩში?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ვალენსიამ" მესტალიაზე "ხეტაფე" მიიღო და მეტოქეს 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი, შესვენებამდე 5 წუთით ადრე, უგო დურომ გაიტანა და გოლი მადრიდის "რეალთან" მძიმედ დაშავებულ თანაგუნდელს, დიახაბის მიუძღვნა.

მართალია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგამ დურო დაასახელა, თუმცა შეფასებების მიხედვით და იმით, რაც მოედანზე ხდებოდა, მატჩს სხვა გმირი ჰყავდა. გიორგი მამარდაშვილმა 5-ჯერ მოიგერია მეტოქის მიერ კარში გაშვებული ბურთი და რამდენიმე საკმაოდ რთული ასაღები იყო. კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად და სეზონში ეს უკვე მეცხრედ მოახერხა (პირველ სეზონში 8 უგოლო შეხვედრა, მეორეში - 7).

SOFASCORE-მ და WHOSCORED-მა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასებები სწორედ ქართველს დაუწერეს (8.0 და 7.8).

ვალენსია 40 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, "ღამურები" მომდევნო შეხვედრაში 17 მარტს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ, სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები