მამარდაშვილის ნათელი და ბნელი მხარეები ელ სადარზე | მორიგი გამოცდა რეალის წინააღმდეგ
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ

"ვალენსიამ" განვლილ 4 ტურში 3 მოგება გაიფორმა. გუნდში მოსვლიდან სულ რაღაც 4 დღეში, მამარდაშვილმა სილესენი დაამარცხა და "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია სილესენის სასარგებლოდ შეიცვალოს. მიხუედავად იმისა, რომ პამპლონაში მამარდაშვილის თამაში არც ისე დამაჯერებელი იყო, მისი პერფორმანსი გასაოცარია. მონკაიოლასა და გაუქმებული გოლის შემთხვევაში, მამარდაშვილი დამაჯერებლად არ მოქმედებდა, მაგრამ განვლილ 4 ტურში მისი ასპარეზობა ნამდვილად თვალსაჩინოა. მიუხედავად ამისა, მამარდაშვილს სილესენის აჩრდილი მუდამ თან სდევს და ნიდერლანდელი თავის შანსს ელოდება." "გარდაუვალია, რომ სეზონის განმავლობაში მამარდაშვილმა შეცდომა არ დაუშვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიდერლანდელმა შესაძლოა შანსი მიიღოს. მამარდაშვილს მორიგი გამოცდის ჩაბარება "რეალის" წინააღმდეგ მოუწევს. ამ წუთისათვის ქართველი კიპერი ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გიორგი იმ მეკარეთა შორისაა, რომელთაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვეს. "ვალენსიას" კიპერმა სასტარტო 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. საშუალოდ, "ვალენსია" ყოველ მატში 0.5 გოლს უშვებს. ამ ყველაფერში მამარდაშვილის წვლილი საკმაოდ დიდია. ლა ლიგაში მხოლოდ მამარდაშვილსა და კიკო კასილას აქვთ ყველაზე ნაკლები გოლი გაშვებული. "ვალენსიასა" და "ელჩეს" მეკარეებმა მხოლოდ 2-2 გოლი გაუშვეს."შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-5 ტურში, 19 სექტემბერს, "ვალენსია" "რეალს" "მესტალიაზე" უმასპინძლებს.