Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ლას პალმასთან შეხვედრაში

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ლას პალმასმა" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრა ნელ სათამაშო ტემპში მიმდინარეობდა და საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. მატჩის პირველი გოლი 89-ე წუთზე გავიდა, კარდონას პასით ალექს სუარესმა ისარგებლა. მეორე კი მატჩის მე-5 დამატებულ წუთზე თავად კარდონამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ვალენსიას ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს იქამდე, სანამ გოლს გაუტანდნენ, მხოლოდ ერთხელ მოუწია საქმეში ჩართვა, გიორგის მატჩში ერთი სეივი ჰქონდა. sofascore-გან მამარდაშვილმა ყველაზე ცოტა (5.6 ქულა) შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელთაგან 7-ზე მაღალი ქულა (7.5) მხოლოდ ღამურების ნახევარმცველმა, პეპელუმ მიიღო.

whoscored-ის შემთხვევაში შეფასებები გაცილებით დაახლოებულია, მაგალითად მამარდაშვილმა და ვალენსიას თავდამსხმელმა გონსალესმა ყველაზე მცირე (5.8) შეფასება მიიღეს, თუმცა მათ გარდა კიდევ 4-მა ფეხბურთელმა 6-ზე მეტი ქულა ვერ დაიმსახურა.

ლას პალმასი და ვალენსია ცხრილში მეზობლები არიან, ორივეს 35-35 ქულა აქვთ და მე-8 ადგილს ინაწილებენ, "ღამურებს" მომმდევნო შეხვედრა 18 თებერვალს სევილიას წინააღმდეგ ექნებათ.

სხვა სტატიები