მამარდაშვილის და ლივერპულის შეთანხმება ბოლო ეტაპს უახლოვდება
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან. რა თქმა უნდა, მთავარი სასაუბრო თემა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერია.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, "ბორნმუთი" საქმიდან გავიდა და გიორგი "ვალენსიაში" ერთი წელი იჯარით დარჩება. მხოლოდ ამის შემდეგ, შეძლებს ქართველი მეკარე "ლივერპულში" გადაბარგებას.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ორივე მხარეს სურს, რომ ტრანსფერი ამ კვირაში დაიხუროს.
🚨🇬🇪 Liverpool and Valencia will talk again today in order to fix details of Giorgi Mamardashvili deal.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 21, 2024
All parties want to get it done this week as Georgian GK would stay at Valencia on loan at least for one more season.
Deal at final stages. pic.twitter.com/klB45DlFyn