Belive

"მამარდაშვილის და ალისონის ბრძოლა პიკს აღწევს" | ბრიტანული მედია ქართველის შანსებს განიხილავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Daily star sport საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ლივერპულში მისი და ალისონის ბრძოლაზე წერს.

"ანდონი ირაოლას ლივერპულის მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან სადრბიუტო ზაფხულსვე სერიოზული გამოწვევები ელის, რადგან გუნდს მოჰამედ სალაჰის, ენდი რობერტსონისა და იბრაჰიმა კონატეს შეცვლა უწევს, პარალელურად კი მეკარეთა პოზიციაზე რთული სელექციური დილემა აქვს გადასაწყვეტი.

ენფილდზე არნე სლოტის გათავისუფლების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, სამმა გამოცდილმა ფეხბურთელმა კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გუნდმა ჯერემი ჟაკე და ვიქტორ მუნიოსი დაიმატა, ირაოლას მთავარი თავის ტკივილი კი კარის ხაზია, სადაც ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის ბრძოლა პირველი ნომრობისთვის პიკს აღწევს.

ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან 2024 წელს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რაც საქართველოს ნაკრების მეკარის მიერ ევროპის ჩემპიონატის შთამბეჭდავად ჩატარების დამსახურება იყო. 25 წლის ქართველი კლუბმა ალისონის გრძელვადიან მემკვიდრედ მიიჩნია.

მამარდაშვილმა შემდეგი სეზონი იჯარით კვლავ ვალენსიაში გაატარა, რის შემდეგაც ლივერპულს შეუერთდა. ამ სეზონში ალისონს ტრავმები კვლავ აწუხებდა, რის გამოც გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 20 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და კარი 3-ჯერ შეინახა მშრალად.

სეზონის დასკვნით ნაწილში ქართველი მეკარე პირველი ნომერი იყო, რადგან ალისონი ლაზარეთში იმყოფებოდა, თუმცა ბრაზილიელი უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდში დარჩენასთან ერთად ძირითადში ადგილისთვის იბრძვის.

ეს ყველაფერი ირაოლას რთული არჩევანის წინაშე აყენებს: უნდა დააბრუნოს თუ არა ესპანელმა მწვრთნელმა მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე მას შემდეგ, რაც მან თავის გამოსაჩენად იდეალური შანსი გამოიყენა, თუ კლუბში თაობათა ცვლა დროზე ადრე უნდა დაიწყოს და ალისონი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს?

სწორედ ამ ფონზე, ლივერპულის ერთ-ერთმა ცნობილმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ქართველმა მეკარემ გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა და ირაოლას სწორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს", - წერს daily star sport.

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და და 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა.