Belive

"მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი ვალენსიას მოთხოვნაზეა დამოკიდებული" - ფაბრიციო რომანო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის "ბაიერნში" პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"მეტი იან სომერის შესახებ. მის კონტრაქტში არის წასასვლელი პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას დატოვოს კლუბი იმავე საფასურით, რომელიც "ბაიერნმა" მის გასაფორმებლად გადაიხადა.

"ბაიერნს" ჰყავს მამარდაშვილი სატრანსფერო სიაში, როგორც ახალი მეკარე, როგორც ამ კვირის დასაწყისში გაირკვა. შეთანხმება დამოკიდებული იქნება "ვალენსიას" მოთხოვნაზე", - წერს ფაბრიციო რომანო.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები