Belive

"მამარდაშვილი ბაიერნის სარეკორდო ტრანსფერი აღმოჩნდება" - გერმანული მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანული მედია საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მიუნხენის "ბაიერნი" 22 წლის გოლკიპერს მართლაც დაიმატებს, ეს რეკორდმაისტერისთვის მორიგი რეკორდი იქნება, ოღონდ სატრანსფერო მიმართულებით.

"ბაიერნმა უნდა აწონ-დაწონოს ყველა ვარიანტი მეკარის პოზიციაზე. გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამით კლუბმა შესაძლოა ბუნდესლიგის საკუთარი რეკორდი გაიმეოროს.

ბაიერნი გიორგი მამარდაშვილის შესახებ კონკრეტულ მოლაპარაკებებს მალე გამართავს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, მიუნხენის "ბაიერნმა" "ვალენსიას" 30 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთოს.

თუ მამარდაშვილი ამ თანხის სანაცვლოდ რეალურად გადაბარგდება მიუნხენში, მაშინ "ბაიერნი" საკუთარ რეკორდს გაიმეორებს, როცა 2011 წლის ზაფხულში "შალკედან" 30 მილიონ ევროდ მანუელ ნოიერი დაიმატა - ამაზე ძვირად ბუნდესლიგის ისტორიაში მეკარის ტრანსფერი არ განხორციელებულა", - წერს tz.de-ი.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი გერმანული გრანდის გარდა ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები