Liverpool.com: "მამარდაშვილმა უკრაინასთან დაამტკიცა, რომ ალისონის ღირსეული მემკვიდრეა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის ბოლოსწინა მატჩში, უკრაინასთან ჩატარებული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ქართველმა მეკარემ, მატჩის ბოლო წუთებზე ორმაგი სეივი შეასრულა და ნაკრები გოლისგან იხსნა. სწორედ ამ თამაშს შეეხო ბრიტანული გამოცემა Liverpool.com და გიორგის სტატია მიუძღვნა.
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ზაფხულში "ვალენსიადან" "ლივერპულში" ჩავა, კიდევ ერთხელ აჩვენა ის უნარები, რასაც მერსისაიდში ჩაიტანს.
უკრაინასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილმა საოცარი ორმაგი სეივი შეასრულა, კუთხურის განეიტრალების შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელები მასთან როგორც გმირთან, ისე მივიდნენ. ამ მოქმედებამ საქართველოს ჯგუფში მეორე ადგილი შეუნარჩუნა.
ლივერპულს უკვე ჰყავს კელეჰერი და იაროში, მაგრამ მამარდაშვილი გუნდს კიდევ უფრო მეტ ხარისხს შესძენს, როგორც ალისონის სავარაუდო მემკვიდრე. კელეჰერმა უკვე თქვა, რომ მხოლოდ პირველი მეკარეობა უნდა – თანაც ირლანდიელ მეკარეს ლივერპულთან კონტრაქტი წელიწად-ნახევარში დაუმთავრდება.
მამარდაშვილი უკვე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. ასეთი მოთამაშეების აყვანა აუცილებელია, რადგან მსოფლიოში ამ დონის მეკარეების პოვნა ურთულესია. - წერს Liverpool.com
ლივერპულმა ამ ზაფხულს, მამარდაშვილი 35 მილიონი ევროდ შეიძინა ვალენსიადან, თუმცა ქართველი მეკარე პირველ წელს იჯარით, ისევ ესპანურ კლუბში გაატარებს.