მამარდაშვილი აგვისტოს საუკეთესო U21 გუნდში მოხვდა | SofaScore-ის შედეგები
"ვალენსიას" კარის ქართველი დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი, SofaScore-ის საუკეთესო გუნდში მოხვდა. აგვისტოში, მამარდაშვილმა საშუალოდ 7.07 შეფასება დაიმსახურა და U21 კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა.
მიმდინარე სეზონში, 21 წლის ქართველი მეკარე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. "ლა ლიგის" ეგიდით, "ჟირონას", "ატლეტიკისა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ნათამაშებ მატჩებში მან 2 გოლი გაუშვა.
💎 | U21 Team of the Month
— Sofascore Football (@SofascoreINT) September 1, 2022
August is behind us, which means our regular monthly overview of the best youngsters in the top 5 leagues is here! 👇
Arsenal and Barcelona are the only sides with more than one player in here, while Jamal Musiala is our U21 Player of the Month. 🌟 pic.twitter.com/uh3UjkgVMO
გამორჩეული იყო მისი შესანიშნავი ასპარეზობა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რომელიც უყურადღებოდ იან ობლაკმაც არ დატოვა:
“რთული მატჩი გვქონდა, ჩვენ პირველი ტაიმი საშინლად დავიწყეთ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება დაგვრჩა და ძალიან ბედნიერები ვართ. არ ვიცი რა ვთქვა გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც დღეს ნამდვილად საოცრად გამოიყურებოდა. მან საკუთარი გუნდის კარი არაერთხელ გადაარჩინა. ბევრი შანსი გვქონდა, ბევრი კარგი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მამარდაშვილმა ყველაფერი შეაჩერა და საკუთარ კლუბს შედეგის შენარჩუნებაში დაეხმარა. გიორგი დღეს შეუჩერებელი იყო”, - თქვა სლოვენიელმა მეკარემ.
ბრწყინვალე სტარტის ფონზე, SofasCore-ის რჩეულ გუნდში კვიჩა კვარაცხელიას მოხვედრაც ლოგიკური იქნებოდა, რომ არა "ფიორენტინასთან" და "ლეჩესთან" შეხვედრები (შეფასებები: 7.7 - 8.1 - 6.4 - 6.5). 2 მატჩში 3 გოლის გატანისა და 1 საგოლე პასის გაკეთების შემდეგ, "ფიორენტინასთან" სპალეტიმ კვარაცხელია ნაადრევად გაიყვანა, ხოლო "ლეჩესთან" კი მოედანზე მატჩის მიწურულს შეიყვანა.
"ნაპოლის" წინ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება: გუნდი "ლაციოსა" (3 სექ.) და "ლივერპულს" (7 სექ.) დაუპირისპირდება. რაც შეეხება "ვალენსიას", "ღამურები" 4 სექტემბერს "ხეტაფეს" უმასპინძლებენ.