Belive

მალიორკას წინააღმდეგ არდა გიულერის დებიუტი შედგება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 წლის თურქი ფეხბურთელის - არდა გიულერის დებიუტი "მალიორკას" წინააღმდეგ, 3 იანვარს შედგება.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა.

„არდა გიულერი დაბრუნდა და ახლა თავის დონეს უბრუნდება. ჩვენ არ ვჩქარობთ, მას აქვს ძალიან ბევრი დრო, რომ ითამაშოს მადრიდის "რეალში" მრავალი წლის განმავლობაში.

მან ტრავმა მოიშუშა, ვარჯიშსაც დაუბრუნდა და რამდენიმე წუთს მივცემ მალიორკას წინააღმდეგ.

მისი პოტენციალი უზარმაზარია და იგი ამ კლუბს იდეალურად მოერგება..." - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი "რეალს" "ფენერბაჰჩედან" 20 მილიონი ევროს (17 მილიონი ფუნტი) სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მუხლის ტრავმამ ნაადრევად დაასრულა მისი სეზონი და ისე მოხდა, რომ შემდგომი გართულებების გამო, 2023 წელს 18 წლის თურქ ფეხბურთელს ახალ კლუბში არც ერთი წუთი არ უთამაშია.

მადრიდის "რეალისა" და "მალიორკას" დაპირისპირება 3 იანვარს, თბილისის დროით 22:15 საათზე შედგება.

სხვა სტატიები