Belive

მალდინი პირველია - FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო იტალიელი მცველები დაასახელა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო იტალიელი მცველი პაოლო მალდინია:

,,იცოდით, რომ პაოლო მალდინი იტალიურად მცველს ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს ჩვენ ახლახან მოვიფიქრეთ. კაპიტანი ამ პოზიციაზე უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა!

ერთი კლუბის ფეხბურთელი, რომელიც მამამისის მსგავსად, იტალიის ნაკრებშიც თამაშობდა. მან მილანის მაისურით 902 შეხვედრა ჩაატარა, მისი კარიერა 25 წელიწადს გაგრძელდა, რა დროშიც ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო. - წერს FourFourTwo

საუკეთესოთა შორის მეორე ადგილს ფაბიო კანავარო იკავებს, მესამეზე გაეტანო შირეაა, მეოთხეზე კი - ფრანკო ბარეზი.

ყველა დროის საუკეთესო იტალიელი მცველები FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. პაოლო მალდინი

  2. ფაბიო კანავარო

  3. გაეტანო შირეა

  4. ფრანკო ბარეზი

  5. ალესანდრო ნესტა

  6. კლაუდიო ჯენტილე

  7. ანტონიო კაბრინი

  8. ჯუზეპე ბერგომი

  9. ალესანდრო კოსტაკურტა

  10. რობერტო როზატო

სხვა სტატიები