"მაკ ალისტერი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას გაივლის" - ფაბრიციო რომანო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ბრაიტონის" ვარსკვლავი - ალექსის მაკ ალისტერი, "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გაივლის. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, მაკ ალისტერსა და "ლივერპულს" შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და ნახევარმცველი მერსისაიდულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ მერისაიდელებს ვარსკვლავის ყიდვა £60 მილიონზე ნაკლები დაუჯდებათ.