Belive

კლოპი გახდა მე-7 მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგაში მინიმუმ 200 მატჩის მოგება შეძლო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 22-ე ტურში ,,ლივერპულმა'' ლონდონის ,,ჩელსის'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

შედეგად, ,,მერსისაიდელთა'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის ჩემპიონატში მე-200 გამარჯვება მოიპოვა (318 მატჩში), რითაც სერ ალექს ფერგიუსონის, არსენ ვენგერის, ჰარი რედნაპის, ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლასა და დევიდ მოიესის მიღწევა გაიმეორა.

პრემიერლიგაში 200 შეხვედრის მოგება კლოპზე სწრაფად მხოლოდ პეპ გვარდიოლამ შეძლო (269 მატჩში).

მწვრთნელები, რომლებსაც პრემიერლიგაში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ მოგებული:

  1. სერ ალექს ფერგიუსონი - 528 მოგება

  2. არსენ ვენგერი - 476 მოგება

  3. დევიდ მოიესი - 265 მოგება

  4. ჰარი რედნაპი - 237 მოგება

  5. ჟოზე მოურინიო - 217 მოგება

  6. პეპ გვარდიოლა - 211 მოგება

  7. იურგენ კლოპი - 200 მოგება

  8. სემ ალერდაისი - 178 მოგება

  9. რაფაელ ბენიტესი - 173 მოგება

  10. მარკ ჰიუზი - 158 მოგება

სხვა სტატიები