Belive

მაგუაიერს აფეთქებით ემუქრებიან - ინგლისელის სახლში გამოძიება დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაიერმა საკუთარი სახლის დაბომბვის მუქარა მიიღო. ინგლისელმა ცენტრაურმა მცველმა მიღებული შეტყობინება პოლიციას აცნობა და სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება დაიწყეს. The Sun ამტკიცებს, რომ ჩეშირის პოლიციამ ძაღლები გაგზავნა მაგუაიერის სახლში სადაც ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 წლის მცველმა ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მიიღო, რომ მის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რამაც ოჯახის წევრები შეაშფოთა. ჰარი მაგუაიერს ცუდი სეზონი აქვს, რაც მისი მისამართით ქომაგების განაწყენებას იწვევს, მუქარის მიზეზი შესაძლოა ეს გარემოებაც იყო. დამატებითი დეტალები აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები