Belive

მადრიდის რეალს 3 ტრავმირებული ჰყავს | მილიტაოს ტრავმა მძიმეა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" საკუთარ არენაზე "ოსასუნას" უმასპინძლა და "სამეფო კლუბმა" მეტოქე 4:0 დაამარცხა, ვინისიუსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა ჯუდ ბელინგემმა.

გამარჯვების მიუხედავად, "რეალ მადრიდისთვის" ეს თამაში ცუდად წარიმართა, პირველივე ტაიმში ტრავმის გამო მე-20 წუთზე ჯერ როდრიგოს მოედნიდან გაყვანა გახდა აუცილებელი, შემდეგ მალევე 30-ე წუთზე მილიტაოც დაშავდა და საკაცით გაიყვანეს. პირველ ნახევარში მხოლოდ ეს ორი ტრავმა არ იყო, ლუკას ვასკესიც დაშავდა, მაგრამ პირველი ტაიმის ჩამთავრება შეძლო და მეორე ნახევარში ისიც შეიცვალა.

მატჩის შემდეგ სამივე ფეხბურთელის მდგომარეობა გაირკვა, მაგრამ ყველაზე მძიმე მილიტაოს ტრავმაა, მას მადრიდის "რეალის" სამედიცინო სამსახურმა გამოკვლევები ჩაუტარა და როგორც გაირკვა მილიტაოს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, ფეხბურთელი დაახლოებით 9-10 თვეს გამოტოვებს.

როდრიგო კუნთების ტრავმის გამო დეკემბრის დასაწყისამდე არ იქნება, ხოლო ლუკას ვასკესი ასევე კუნთის ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს, ამას დღეს ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს.

სხვა სტატიები