7-ჯერ არჩეული | ფლორენტინო პერესი ისევ რეალის პრეზიდენტი იქნება
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, კვირას კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე და ესპანელი ფუნქციონერის მანდატის ვადა 2029-წლამდე გახანგრძლივდა. როგორც ცნობილია, არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას და ფლორენტინოს სრული ნდობა გამოუცხადეს.
პერესი რეალში ჯერ კიდევ 2000 წელს მოვიდა, მეორე ვადით 2004 წელს აირჩიეს, 2 წელში კი თანამდებობიდან გადადგა. ის რეალში 2009 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ კიდევ 5-ჯერ აირჩიეს რეალის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების პრეზიდენტად.
რეალის პრეზიდენტად ყოფნის 21 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ სულ 65 ტიტული მოიგო – 37 ფეხბურთში და 28 კალათბურთში.
🚨 Florentino Perez was the only candidate in the Real Madrid President elections.
— Madrid Zone (@theMadridZone) January 19, 2025
Just like in 2009, 2013, 2017, 2021 and now in 2024.
He will stay till 2029. pic.twitter.com/lmXirwThGt