ჯუდ ბელინგემი ახალი სეზონის დაწყებამდე მხრის ოპერაციას გაიკეთებს
რეალ მადრიდში ისევ ტრავმიანობაა, ჯუდ ბელინგემს მხარი კვლავ აწუხებს და ინგლისელს ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. 21 წლის ფეხბურთელი 24 მაისს რეალ სოსიედადთან გასამართ ლა ლიგის ბოლო მატჩს გამოტოვებს, 2025/26 სეზონის დაწყებამდე კი ოპერაციას გაიკეთებს.
სამეფო კლუბი მიმდინარე წლის 15 ივნისს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ტურნირი 13 ივლისამდე გაგრძელდება, ჯუდი აღნიშნულ ტურნირზე ითამაშებს და შემდეგ გაიკეთებს მხრის ოპერაციას, ამის გამო მას 3 თვე გაუცდება, ინფორმაციას სპორტული გამოცემა The Athletic ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემმა მხრის დაზიანება 2023 წელს მიიღო, მაგრამ ოპერაციაზე უარი თქვა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის ტკივილებით თამაშობდა.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Jude Bellingham will undergo a shoulder surgery after the Club World Club and will be out for 3 months after that 🤕 (via @TheAthleticFC) pic.twitter.com/NQ5QnzFf7E
— 433 (@433) May 20, 2025