მადრიდის რეალის ლეგენდა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი და კლუბის საპატიო პრეზიდენტი - ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამანსიო ამარო 1962 წლიდან 1976 წლის ჩათვლით მადრიდის "რეალში" თამაშობდა და კლუბის ლეგენდა გახდა. მან 344 მატჩი ჩაატარა და 119 გოლის გატანა შეძლო.
გარდა იმისა, რომ ამარო მადრიდულ კლუბში თამაშობდა, მან მთელი ცხოვრება მადრიდის "რეალს" მიუძღვნა. კერძოდ კი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იგი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელი გახდა, 1984-1985 წლებში კი მთავარი გუნდი ჩაიბარა. 2022 წელს იგი კლუბის საპატიო პრეზიდენტად დაინიშნა.