Belive

მადრიდის რეალის ფეხბურთელი 19 წლის ასაკში იძულებული გახდა, რომ კარიერა დაესრულებინა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა, მარკ კუკალონმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა და ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ მადლიერება გამოხატა.

კუკალონმა 2022 წლის სექტემბერში აქილევსის მყესი გაიწყვიტა, მას შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი ტრავმის მოშუშებას ცდილობდა, მაგრამ ტრავმას კიდევ ერთი სირთულე დაემატა, კონკრეტულად, ოპერაციის მიმდინარეობისას, ბაქტერია სახსრის ხრტილში მოხვდა, რომელმაც ინფექცია გამოიწვია. როგორც სხვადასხვა წყაროში ვკითხულობთ მსგავსი გართულება ძალიან იშვიათია.

მარკ კუკალონს მადრიდის "რეალის" ირგვლივ მომუშავე ადამიანები ხაბი ალონსოს ამსგავსებდნენ და ის სამეფო კლუბის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. მისმა ნიჭმა და მონდომებამ არა მხოლოდ თანაგუნდელებისა და მწვრთნელების აღფრთოვანება დაიმსახურა, არამედ აკადემიაში თავდადების სიმბოლოდ აქცია. მისმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, მას გულწრფელი გზავნილი მიუძღვნა, გაიხსენა მარკის უზარმაზარი პოტენციალი და გამოხატა მწუხარება, რომ მარკმა ვერ შეძლო ამის სრულად გამოაშკარავება.

View this post on Instagram

A post shared by Marc Cucalón Pina (@marc_cucalon6)

მიღებული ტრავმის ვიდეო:

სხვა სტატიები