Belive

მადრიდის რეალი 9-ნომრიან მაისურს მბაპესთვის ინახავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალში'' სურთ, რომ კილიან მბაპემ მადრიდულ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშოს. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,სამეფო კლუბი'' ტრანსფერს ამ ზაფხულში დახურავს და ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის.

როგორც Espn-ი წერს, ესპანეთში გადასვლა თავად კილიანსაც სურს, სწორედ ამიტომ მან პარიზულ გუნდს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

ბოლოს ,,რეალში'' 9-ნომრიანი მაისურით კარიმ ბენზემა თამაშობდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კლუბი დატოვა და ,,ალ იტიჰადში'' გადავიდა.

სხვა სტატიები