"მადლობა ყველას ვინც ეს მუნდიალი საუკეთესოდ აქცია" - ჯანი ინფანტინო
ჯანი ინფანტინომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახსენა, რომ კატარში გამართული მუნდიალი საუკეთესო მსოლფიო ჩემპიონატი არის. მან ისიც ახსენა, რომ ჯამში თამაშებს 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
"მადლობა ყველა მოხალისესა თუ მონაწილეს, რომ კატარის მოსფლიო ჩემპიონატი საუკეთესოდ აქციეს. მატჩები უპრობლემოდ ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩატარდა. როდესაც აფრიკულ გუნდს ნახევარფინალში ვხედავთ, ვხვდებით, რომ ფეხბურთი მართლაც გლობალური გახდა. ნახვები დაახლოებით 5 მილიარდს მიუახლოვდა, რაც უდიდესი წარმატებაა."
შეგახსენებთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე სულ ორი დღე რჩება. ხვალ მესამე ადგილისთვის ერთმანეთს მაროკო და ხორვატია დაუპირისპირდება. რაც შეეხება ფინალს. აქ ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვედბიან. აღნიშნული მატჩი 18 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.