ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე | საქართველომ სლოვაკეთს 4:1 მოუგო
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
18 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, მეტოქე ძალიან დაჩაგრა რაც ანგარიშზეც აისახა. მატჩში პირველი გოლი მე-12 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოვიგეთ.
მეორე ტაიმში კი 2:0 გიორგი ჩიმაკაძემ გახადა, რასაც სლოვაკების სწრაფი გოლი მოჰყვა, თუმცა 35-ე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა, 36-ე წუთზე კი შოთა თოფურიას გატანილი გოლით, საქართველოს ნაკრებმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.
პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები