Belive

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: ,,კატასტროფაა, როცა ასეთი მატჩის გამოტოვება გიწევს''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიუკ ჰოლცმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში, დანიელ სინანის არყოფნას, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, კატასტროფა უწოდა:

,,კატასტროფაა, როცა ასეთი თამაშის გამოტოვება გიწევს. ეს წესები და ასევე VAR-ის ინტერპრეტაციები სულ უფრო და უფრო გაუგებარი ხდება. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ წესებს ადგენს, სიმპათია არ გამაჩნია.

მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიდეორეფერის დანერგვის დღიდან უფრო მეტი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ვიდრე მანამდე... - ჰოლცის სიტყვებს Tageblatt-ი ციტირებს

დანიელ სინანიმ ლიხტენშტაინთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 21 მარტს საქართველოსთან პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრებს, ასევე დისკვალიფიკაციის გამო, გუნდის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

  • მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება

  • ფინალური მატჩი 26 მარტს ჩატარდება, მასპინძელი კი 23 ნოემბერს გაირკვევა.

სხვა სტატიები