ლუკმანი გასპერინის პასუხობს: "ნაწყენი და შეურაცხყოფილი ვარ"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ატალანტას" ფორვარდი, ადემოლა ლუკმანი უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში "ბრიუგესთან" წაგებულ მატჩში (1:3) გაფუჭებული პენალტის შემდეგ კომენტარს აკეთებს. ნიგერიელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ლუკმანი პენალტების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემსრულებელია.
"იმის მერე, რასაც გუნდმა და ქალაქმა მივაღწიეთ, სამწუხაროა, რომ ამის დაწერა მიწევს. ასეთ კონტექსტში საუბარი არამხოლოდ მწყინს, არამედ ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს იმ დიდი შრომის და ერთგულების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ, რომ ბერგამოულ გუნდს და მის წარმოუდგენელ გულშემატკივარს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.
სინამდვილეში, აქ ყოფნის განმავლობაში ბევრ რთულ მომენტს გავუმკლავდი, მაგრამ უმეტესობაზე არაფერი მითქვამს, რადგან წინ გუნდის ინტერესებს ვაყენებ. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მწყინს.
ცხოვრება გამოწვევებია და ტკივილის ძალად გადაქცევა, რასაც გავაგრძელებ", - წერს ლუკმანი სოციალურ ქსელში.
ადემოლა ლუკმანს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.