Belive

ლუკას ერნანდესსა და მის მეუღლეს სასამართლოში უჩივლეს

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ს მცველს, ლუკას ერნანდესს, ადამიანებით ვაჭრობასა და უკანონო შრომით საქმიანობაში ადანაშაულებენ. კოლუმბიურმა ოჯახმა, რომელიც წყვილისთვის მუშაობდა, მსოფლიო ჩემპიონისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

Paris Match-ის ცნობით, მსგავსი ბრალდებები ლუკას ერნანდესს და ვიქტორია ტრიაის კოლუმბიურმა ოჯახმა - მამამ, მეუღლემ და მათმა სამმა შვილმა წაუყენეს - ისინი წყვილისთვის 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე მუშაობდნენ. ისინი 29 წლის ფეხბურთელს და მის მეუღლეს სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობასა და ზედმეტად დიდხანს 'ექსპლუატაციაში' ადანაშაულებენ. ოჯახის წევრები სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ატლეტიკოსა და ბაიერნ მიუნხენის ყოფილ ფეხბურთელს, მინდორზე საქმე კარგად არ მისდის და ახლა მოედნის გარეთაც პრობლემები აქვს - საქმე ვერსალის პროკურატურას გადაეცა.

სხვა სტატიები