Belive

ლუკა ტონი: ,,რეალი ცუდად თამაშობს, მაგრამ აპრილში ყოველთვის იღვიძებს''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუკა ტონიმ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა:

,,მანჩესტერ სიტის აქვს მენტალიტეტი, რომლითაც ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ. გვარდიოლას გარდა, მათ იმაშიც გაუმართლათ, რომ გუნდში რამდენიმე ჩემპიონი ჰყავთ.

ასევე, ძალიან მომწონს ლუის ენრიკეს პსჟ და მიყვარს ანჩელოტის რეალი... მადრიდელები ახლა ცუდად თამაშობენ, მაგრამ აპრილში ყოველთვის იღვიძებენ. კარლიტოს გუნდებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო'' - ლუკა ტონი

ტონიმ ევრო 2024-ზე იტალიის ეროვნული ნაკრების შანსებიც შეაფასა:

იტალია სიურპრიზი უნდა იყოს! ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ! უკეთესი გუნდები თამაშობენ, მაგრამ ბოლო დროსაც ასე იყო და თასი მაინც ჩვენ ავწიეთ.''

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

იტალია B ჯგუფში ესპანეთის, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ალბანელების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები