Belive

ლუკა მოდრიჩმა არაბული კლუბისგან შეთავაზებულ დიდ ხელფასზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა მოდრიჩმა "რეალ მადრიდთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაანაგრძლივა. ხორვატი ნახევამცველი მადრიდულკლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება.

მოდრიჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2012 წელს გადავიდა და 11 წლის განმავლობაში 23 ტიტულის მოგება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ღიად საუბრობდა "რეალში" დარჩენაზე, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერთ-ერთი არაბული კლუბის მის დამატებას ცდილობდა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორვატს გუნდი კოლოსალურ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა, მან უარი განაცხადა. რომანოს თქმით, აღნიშნული შეთავაზება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნებოდა.

"ტოტენჰემიდან" "რეალში" გადასვლის შემდეგ, მოდრიჩი ნელ-ნელა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ესპანურ კლუბში ლუკა 2014, 2016, 2017, 2018 და 2022 წლებში 5 ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ხორვატი ნახევამცველი "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. მასზე წინ, 23 ტიტულით, მხოლოდ ბენზემა და მარსელო არიან.

სხვა სტატიები