"ლუკა მოდრიჩი ყოველთვის ჩემს გვერდით არის" - როდრიგო
"რეალ მადრიდის" ფეხბურთელმა როდრიგომ მის თანაგუნდელზე ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში გადასვლის პერიოდი გაიხსენა. როდრიგოს თქმით, ლუკა გუნდთან ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა.
ვინ დამეხმარა ყველაზე მეტად? ლუკა მოდრიჩი, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის. ის 10 ნომერია, მე-10 და ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. ლუკა ყოველთვის მამშვიდებს. თავიდან მან შეამჩნია, რომ ცოტათი სევდიანი ვიყავი. რთული პერიოდი მქონდა, რადგან ვცდილობდი და ყველაფერი ისე არ გამოდიოდა როგორც მე მინდოდა. - განაცხადა როდრიგომ
🗣️ Rodrygo: "Who has helped me the most? Luka Modrić, he is always by my side. He has the 10, I have the 11, and we are very close. He always calms me down. He saw I was a little sad, it was difficult because I tried but things didn't work out for me.”
— Sports Brief (@sportsbriefcom) November 30, 2023
1/2 pic.twitter.com/LmdzZp2YhM
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამეფო კლუბმა "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა. იმ შეხვედრაში მადრიდელთა მხრიდან პირველი გოლი სწორედ როდრიგომ გაიტანა.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისური 19-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო. ამასთან ერთად როდრიგომ 5 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.